LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას რა გააჩერებს!?“ – „ნანუკა გამარჯობა, შვილები მყავს ფეხბურთელები ალექსანდრეზე პატარა ასაკის. მე გადავუხდი ყოველთვე ფეხბურთის ფულს…100 ლარს სიამოვნებით დავუნიშნავ სტიპენდიას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს გვიზიარებს

461
2025-03-20_01-52-19_764048

ნანუკა ჟორჟოლიანმა სიუჟეტი მოამზადა საოცარ, 11 წლის ბიჭზე, ალექსანდრე ალავერდაშვილზე, რომელიც ოჯახის დასახმარებლად 6 წლიდან ჯართს აგროვებს.

ვიდეო: „ერთი სული მაქვს დახმარებას როდის ავიღებ, იქნებ 1-2 დღე მაინც დავისვენო ჯართის შეგროვებისგან“ – 11 წლის ბიჭი ყოველდღე ჯართს აგროვებს და ოჯახს არჩენს

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ამ ისტორიამ საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოიპოვა.

ადამიანები მზად არიან ალექსანდრეს დაეხმარონ და გვერდში უანგაროდ დაუდგნენ.

„ნანუკა გამარჯობა, შვილები მყავს ფეხბურთელები ალექსანდრეზე პატარა ასაკის. მე გადავუხდი ყოველთვე ფეხბურთის ფულს. აგრეთვე გავუგზავნი ბუცებს და საჭირო ინვეტარს ფეხბურთისთვის

ნანუკა, ეხლა ვუყურებდით მე და ვახო გადაცემას. არ არსებობს ამხელა სიკეთე სადმე დაიკარგოს და უკვალოდ გაქრეს. ვახოს აინტერესებს რამდენს შეადგენდა სტიპენდია?

ნანუკა გამარჯობა , დათო ლაბაძის ძმაკაცი ვარ, დათომ მომცა თქვენი ნომერი . ახლა რომ ბავშვზე სიუჟეტი გააკეთეთ, ჯართს რომ აგროვებს. შეგიძლიათ მითხრათ როგორ დავუკავშირდე ? ან მისამართი, ან ტელეფონი, ან რამე. მილიონერი მე არ ვარ, მაგრამ რაც შემიძლია ყველაფერს გავუკეთებ.

ნანუკა გამარჯობა თქვენი ვიდეო ვნახე ბავშვზე რომელიც ჯართს აგროვებს ბევრს ვერაფერს შევძლებ მაგრამ 100 ლარს სიამოვნებით დავუნიშნავ სტეპენდიას
ამას რა გააჩერებს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g