გასულ თვეს მედია ახალი ჰოლივუდური რომანის შესახებ ალაპარაკდა. საუბარია ტომ კრუზისა და ანა დე არმასის შესახებ. 62 წლის ტომი და 36 წლის ანა ჯერ ვალენტინობის დღეზე სავახშმოდ მიმავალი გადაიღეს, რამდენიმე დღის წინ კი, მათ ლონდონში, ვერტმფრენით გაისეირნეს.
ახლახან, მედიაში ტომ კრუზის ახალი ფოტოები გავრცელდა. ის კვლავ „შეუსრულებელი მისიის“ გადაღებებზე დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ანა დე არმასთან რომანის ფონზე, კრუზმა ვარცხნილობა შეიცვალა, მან თმის მელირება გაიკეთა და აშკარად დაკუნთული სხეულით გახლდათ წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ტომი ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას ცდილობს.
ბენ აფლეკის მიტოვების შემდეგ, ანა დე არმასი ტომ კრუზს მიადგა – პაემანი ვალენტინობაზე




