ნუცა ბუზალაძე თავის საყვარელ შოუს „ამერიკის ვარსკვლავი“ დაუბრუნდა და გადაღებებს დაესწრო.
ქართველი მომღერალი ჟიურის წევრებსაც პირადად შეხვდა და მათთან ერთად გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა სოციალურ ქსელებში გაგვიზიარა.
ლაიონელ რიჩისთან შეხვედრის კადრები ქართველმა მომღერალმა ასე დაახასიათა:
„თქვენ შეგიძლიათ, ჩემს თვალებში ამოიკითხოთ, როგორ ვაღმერთებ ლაიონელ რიჩის… მისი გამხნევება და სიტყვები ყოველთვის ნაბიჯის წინ გადადგმისკენ მაგულიანებდა. მადლიერი ვარ, რომ მყავს მისი მსგავსი ადამიანი, რომელსაც სჯერა ჩემი“.
ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის“ შოუზე თავის ამერიკელ აგენტთან ერთად იმყოფებოდა.