LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან, ახლა ორ მხარეს სჭირდება შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე“ – დონალდ ტრამპი

112
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების უმეტესი პუნქტები შეთანხმებულია და საჭიროა ორი მხარის შეხვედრა „ძალიან მაღალ დონეზე“.

„კარგი დღე მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის რუსეთთან და უკრაინასთან. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორ მხარეს სჭირდება შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე, რომ ბოლო მოუღონ ამას“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ტრამპის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები „იქნებიან იქ, სადაც საჭიროა, რათა ხელი შეუწყონ“ ომის დასრულებას.

ცნობისთვის, 25 აპრილს გაიმართა წლის დასაწყისიდან მეოთხე შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს შორის. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბარი სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ატარებდა „კონსტრუქციულ და საკმაოდ სასარგებლო ხასიათს“.

magti 5g