LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არის მომენტები როცა თავს დამნაშავედ ვგრძნობ და უხერხულ სიტუაციებში ვვარდები…“ – ნიკოლოზ ხარატი „იმედის“ ეთერში მშობლებზე გულახდილად საუბრობს

386
622dffce-149e-405e-858f-93dd8f294317

მომღერალი ნიკოლოზ ხარატი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც პირად თემებზე ღიად ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მშობლების როლზე თავის კარიერაში და აღნიშნა, რომ მისი წარმატების გზაზე დედის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

„ვიცი, კულისებს მიღმა, დედას ძალიან არ მოსწონს ამას რომ ვამბობ, მაგრამ მართლა, დედაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში… თავიდან ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა დასწრებოდა კონცერტებს“, – განაცხადა ნიკოლოზმა.

მომღერალმა ასევე გაიხსენა, როგორ თმობდა დედა საკუთარ დროს შვილის მხარდაჭერისთვის: „ჯერ მარტო იმისთვის მინდა გადავუხადო მადლობა, რომ თუნდაც ჩემი გულისთვის ინერვიულა, ჩემს გამო რაღაც ნაბიჯები გადადგა, დამითმო ძალიან დიდი დრო…“

ხარატმა მამის ემოციური დამოკიდებულებაც გამოყო: „რაც შეეხება მამას, ჩემი ძმაკაცია. როცა ვმღერი, ძალიან ნერვიულობს. კონკურსში მონაწილეობის დროს, ერთხელ სცადა მოსვლა, მაგრამ ისე ნერვიულობს, როგორ გითხრათ, ცუდად ხდება…“

ნიკოლოზმა ისიც აღიარა, რომ ხანდახან თავს უხერხულად გრძნობს იმ შემთხვევებში, როცა დედა მის გამო ვეღარ ესწრება მეგობრების შეკრებებსა და ქეიფს.

„არის მომენტები როცა თავს დამნაშავედ ვგრძნობ და უხერხულ სიტუაციებში ვვარდები, როცა დედაჩემის მეგობრების შეკრებაა, ქეიფი და ჩემს გამო ვერ მიდის…“

რას ჰყვება ნიკოლოზ ხარატი მშობლებზე?

💭 "დედაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში… არის მომენტები როცა თავს დამნაშავედ ვგრძნობ." რას ჰყვება #ნიკოლოზხარატი მშობლებზე?

Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on ორშაბათი, 28 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g