LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე დედაქალაქის მერი – ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რიგითი ჯარისკაცი ვარ“

172
კახა კალაძე

„თანამდებობებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ რიგითი ჯარისკაცი“, – ამ განცხადებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობაზე.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კანდიდატს პარტიის პოლიტსაბჭო დაასახელებს.

„პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს, ყრილობაზე აირჩევენ

„განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება“ – განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება“, – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს მიერ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გუნდის წევრები სრულად გაიზიარებენ.

„ჩვენს პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. მხარს დავუჭერთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც პოლიტსაბჭო წარმოადგენს. ირაკლი კობახიძე თუ იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ“. – აღნიშნა კახა კალაძემ.

„არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული… მეორედ ვტოვებ პოლიტიკას…“ – ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g