LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვნებიანი კოცნა და ბრედლი კუპერთან პირველი ერთობლივი ფოტო „ინსტაგრამზე“ – 30 წლის მოდელი იუბილედან კადრებს გვიზიარებს

295
page

თვის ბოლოს ჯიჯი ჰადიდს 30 წელი შეუსრულდა. მოდელმა ეს დღე მოკრძალებულად, საყვარელ მამაკაცთან, ბრედლი კუპერთან და ახლო მეგობრებთან ერთად აღნიშნა. ტაბლოიდების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მარცხენა თითზე უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი.

უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი და ბედნიერი სახეები – ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის უახლესი ფოტოები

სულ ცოტა ხნის წინ ჯიჯიმ „ინსტაგრამზე“ წვეულებიდან კადრები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ფოტოში ის ბრედლი კუპერს მხურვალედ კოცნის. ცნობისთვის, ეს გახლავთ საყვარელ მამაკაცთან გადაღებული პირველი ერთობლივი ფოტო, რომელიც მოდელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მართლაც გამიმართლა, რომ 30 წლის ვარ! მადლიერებით ვიღებ როგორც წარმატებებს, ისე გამოწვევებს. რა საოცარი განცდაა, რომ ყველაფრის შეგრძნება შემიძლია! უსაზღვროდ მადლობელი ვარ, რომ ვარ დედა, მეგობარი, პარტნიორი, და, შვილი, კოლეგა… მადლობა თქვენ ადამიანებო მთელი მსოფლიოდან იმ მხარდაჭერის და შთაგონებისთვის, რასაც ვიღებ. ეს დღე დაუვიწყარი იყო…“, – წერს მოდელი.

„ძალიან გვიჭირს პირადი საზღვრების დაცვა“ – ჯიჯი ჰადიდი ბრედლი კუპერზე პირველად ალაპარაკდა – მოდელი „ვოგის“ გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები