LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, პირველი უსადენო ბიონიკური ხელის მტევანი

104
page

კომპანიამ Open Bionics Hero PRO წარადგინა. ეს გახლავთ პირველი უსადენო ბიონიკური ხელის მტევანი, ამპუტირებული კიდურების მქონე პირებისთვის. ამ მოწყობილობას ადამიანისთვის მოძრაობისა და დამოუკიდებლობის სრულიად ახალი დონის შეთავაზება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მტევანი ინვაზიური ოპერაციებისა და იმპლანტირებადი ჩიპების გარეშე მაგრდება.

ჩაშენებული აპარატურის ნაცვლად, Hero PRO MyoPods-ს იყენებს, უსადენო ელექტრომიოგრაფიის სენსორებს, რომლებიც კუნთების სიგნალებს მომხმარებლის ხელიდან კითხულობს. ეს სიგნალები ხელისა და მაჯის ზუსტ მოძრაობებად გარდაიქმნება, რაც მფლობელს უფრო ინტუიციურად აძლევს მოჭიდების, მოხრის, ბრუნვისა თუ სხვა ქმედებების განხორციელების საშუალებას.

ცნობისთვის, Hero PRO-ის შექმნას 4 წელი და 2.5 მილიონი დოლარი დასჭირდა.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები