თუკი ფიქრობთ, რომ „ბენიფერის“ დრამატული ისტორიისგან დაზარალებული მხოლოდ ჯეი ლოა, ცდებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ბენ აფლეკის ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერის ამჟამინდელი პარტნიორი, ჯონ მილერი.
მედიის ცნობით, ის სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. გახსოვთ ალბათ გარნერისა და აფლეკის რამდენიმე თვის წინანდელი ფოტოები, სადაც წყვილი საკმაოდ ინტიმურ ვითარებაში გადაიღეს, სწორედ მას შემდეგ გართულდა მილერის პირადი ცხოვრებაც.
მართალია, ტაბლოიდები აცხადებენ, რომ მილერსა და გარნერს შორის ყველაფერი რიგზეა, თუმცა წყაროს ცნობით, ჯონი ქრონიკული ეჭვიანობის რეჟიმშია.
ამჯერად წყვილი ლოს-ანჯელესში, სეირნობისას დააფიქსირეს. ჯენიფერი ჯონს ხელს თბილად ადებდა, თითქოს ნუგეშსა და შემორიგებას ცდილობდა. მოგვიანებით ისინი უკვე პაპარაცების ობიექტივში ხელჩაკიდებულები მოხვდნენ.
ცნობისთვის, გარნერმა მილერთან რომანი ბენ აფლეკთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, 2018 წელს დაიწყო. 2020 წელს წყვილს პაუზა ჰქონდა, თუმცა მათ ურთიერთობა მალევე აღადგინეს.
ვიდეო: ბენ აფლეკთან ჩახუტების შემდეგ, ჯონ მილერი ჯენიფერ გარნერს ულტიმატუმს უყენებს

