LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა ფილმები იქნებოდნენ ია ფარულავას ქმრები?“ – მსახიობი თავის ყოფილ მეორე ნახევრებზე საუბრობს

195
2025-05-21_22-43-22_509359

ია ფარულავა cavea.plus-ის ეთერში თავისი ყოფილი ქმრების შესახებ საუბრობს და მათ სხვადასხვა ფილმებს ადარებს.

მსახიობის თქმით, ის თავად ბეჭდების მბრძანებელია.

„ძალიან ცუდი დასაწყისი იყო ქმრებისა. 17 წლის ასაკში გავყევი ცოლად მხატვარ რამაზ ჩანტლაძეს. მეორე იყო ამერიკელი ქმარი, რომელსაც 24 წლის ასაკში გავყევი ცოლად, მაგრამ ეს კაცი დაიკარგა. არსად არ იძებნება. მას დავარქვი „ერთხელ ამერიკაში“. მეორე ასევე ამერიკელი იყო, მაგრამ ქმარნახევარა იყო, რადგან ბოლომდე არ გავყევი ცოლად. მას მოდი „ნახევარქათამა“ დავარქვათ. ცოცხალია, ახლახანს ინსულტი გადაიტანა და ველოდები როდის დაწერს ანდერძს. შემდეგი იყო ფადი ასლი, რომელთანაც ახლა გადასარევი ურთიერთობა მაქვს. მეხუთე იყო, ტარიელ სუარი, ფილმი „დეპსერადო“. მე კი ვარ ქალი, ბეჭდების მბრძანებელი“, – საუბრობს ია ფარულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g