„ილონ მასკი მზად არის თავისი სპერმა ნებისმიერ მსურველს მისცეს“, – ამის შესახებ ეშლი სან-კლერმა უახლეს ინტერვიუში განაცხადა.
New York Times-თან საუბრისას, მასკის ყოფილმა პარტნიორმა და მისი შვილის, რომულუსის დედამ, გაამხილა, რომ ილონს შვილი იაპონელ პოპ-ვარსკვლავთანაც ჰყავს.
„მასკი ბევრ ქალს სთავაზობს საკუთარ სპერმას და ამბობს, რომ ეს მისი „ალტრუისტული“ ქცევაა. ის შობადობის პრობლემის გადაჭრას ამგვარი გზით ცდილობს“, – აცხადებს ეშლი.
აღსანიშნავია, რომ იაპონელი პოპ-ვარსკვლავის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. იაპონურ მედიასა და სოციალურ ქსელებში ამ თემამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ჯერჯერობით არცერთი წყარო არ ასახელებს პოპ-ვარსკვლავის ვინაობას.
ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, 52 წლის ილონ მასკს 14 შვილი ჰყავს – 6 შვილი პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან, 3 შვილი გრაიმსისგან, 4 შივონ ზილისისგან, ერთი კი ინფლუენსერ ეშლი სენტ კლერისგან.
ილონ მასკმა თავისი მე-14 შვილის დედას ფინანსური დახმარება შეუმცირა – ახალი დეტალები

