LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დამისვეს, კიბო ნებისმიერი ფორმით საშინელებაა, მაგრამ მე სიტყვა „ადრეულს“ ვეჭიდები“ – ჯესი ჯეი

1077
page

ცნობილი ხდება, რომ ჯესი ჯეის, მკერდის კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს. პოპ არტისტმა, რომლის ნამდვილი სახელია ჯესიკა კორნიში, განაცხადა, რომ ზაფხულში ბალიზე კონცერტს გამართავს და შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს. მომღერალმა ვიდეო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და მოყვა, როგორ გაიარა პროცედურა დიაგნოსტირებამდე და მას შემდეგ.

„ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დამისვეს, კიბო ნებისმიერი ფორმით საშინელებაა, მაგრამ მე სიტყვა „ადრეულს“ ვეჭიდები“ – თქვა მომღერალმა.

მომღერალი ამბობს, რომ ზაფხულში, ბალის კონცერტის შემდეგ ცოტა ხნით პაუზას აიღებს და შემდგომ აუცილებლად დაუბრუნდება სცენას. ჯესი ჯეი ამბობს, რომ დიაგნოზის საჯაროდ გახმაურების იდეა თავად ეკუთვნის, რათა ამით სხვა ადამიანებს დაეხმაროს და ყვითელ პრესას ჭორაობის საშუალება არ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები