თბილისში, პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ბეტონმზიდი მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ასაკოვანი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.