ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა უსაყვარლეს კირასთან ერთად გადაღებულ კადრებს გამომწერებს უზიარებს და წერს:
„სულ ასე უნდა ყოფნა. მეც მიკრული მყავს აქსესუარივით… „ხელში გაფუჭდება“ -ს არ ვეთანხმები. ძალიან ცოტა დრო მაქვს ასე მისაწებებლად“, – წერს ნანუკა გულუა.
ნანუკამ ცოტა მოგვიანებით იკუნას კადრებიც გაუზიარა გამომწერებს.
ცნობისთვის, ნანუკა გულუას და კახა კაშიას სამი შვილი ჰყავთ, ნინა, იკუნა და კირა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 