ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მესამე მხარის ინტერვენცია დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მტერთან კონფრონტაცია გაგრძელდება, ვიდრე არ გადაიხდიან კომპენსაციას“.
განცხადებაში აშშ-ის უშუალოდ ხსენების გარეშე ნათქვამია: „ამ აგრესიაში მესამე ქვეყნის ჩარევის შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ დავუპირისპირდებით კონკრეტული გეგმის მიხედვით“.