50 წლის მსახიობი, პედრო პასკალი გამოცემა Vanity Fair-ის ივლისი/აგვისტოს ნომრის გარეკანის მთავარი გმირია. ვარსკვლავმა ფოტოობიექტივის წინაშე თამამი „ლუქები“ მოირგო და არც ჩვეული ქარიზმის ფრქვევა დავიწყებია. რაც შეეხება ინტერვიუს, პედრო, როგორც ყოველთვის, გულწრფელი და ემოციური იყო.
„ყველას სურს პედრო“, – სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა პასკალის ინტერვიუს.
„ვიყავი სენსიტიური და ცოტა უცნაური ბავშვი, რის გამოც ხშირად მაბულინგებდნენ. დედამ მიშველა, გადამიყვანა ხელოვნების სკოლაში, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე. 24 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა, გული მტკივა, რომ ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო. სერიალმა, „სამეფო კარის თამაშებმა“ ჩემთვის ყველაფერი შეცვალა… ახლა, როცა 50 წლის ვარ, უფრო მეტად დაუცველად ვგრძნობ თავს, ვიდრე ოდესმე. ყურადღება და სიყვარული მახარებს, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. როცა ვხედავ, როგორ ექცევიან ტრანსგენდერ ადამიანებს, როგორ ავიწროებენ მათ, გული მერევა, ბულინგს ვერ ვიტან“, – აცხადებს პედრო.
ფოტო/ვიდეო: ნამდვილი პედრო წამოდგეს! – ნიუ-იორკში პედრო პასკალის ორეულების შეჯიბრება გაიმართა







