Nissan-მა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე Patrol-ის ყველაზე ძლიერი ვერსია წარადგინა. ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი Armada-ს მაღალი წარმადობის Nismo ვერსიის შემდეგ, ანალოგიური ვერსია მიიღო Y63 თაობის Patrol-მაც. ეს არის ყველაზე ძლიერი Patrol, რაც კი ოდესმე შექმნილა – მას აქვს 3.5 ლიტრიანი V6 ბიტურბო ძრავა, რომლის სიმძლავრე 495 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. ავტომობილი აღჭურვილია ასევე მრავალი მოდიფიკაციით, რომლებიც გაზრდილ ძალას შეესაბამება. Nissan ასეთ ყველგანმავალს მხოლოდ ერთ რეგიონში – ახლო აღმოსავლეთში გაყიდის.
ინჟინრებმა ცხრა-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი თავიდან აამუშავეს, დაარეგულირეს ადაპტირებადი ამორტიზატორები და საჭის მექანიზმი, ასევე დაამატეს სპორტული გამონაბოლქვის სისტემა.
უკანა დიფუზორი არა მხოლოდ სპორტულ იერსახეს აძლევს ავტომობილს, არამედ აუმჯობესებს აეროდინამიკას, ზრდის სტაბილურობას და მართვის სიზუსტეს მაღალ სიჩქარეებზე.








