ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამჟამად, პატიმრობაში მყოფ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას იუბილეს, სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს და წერს:
„დაბადების დღეს გილოცავ ნიკანდრო.
დარწმუნებული ვარ ახლა, ამ ყველაფერს რომ უყურებ ფიქრობ რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს.
სოფო ლილუაშვილი: „სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ! – იმედი მაქვს, რომ ნიკას ეს, მეოთხე დაკავება იქნება ბოლო, აღსრულდება სამართალი“
„მინდა ვუთხრა, რომ ის და რეჟიმის ყველა პატიმარი დღეს არის სინათლე თავისუფლების. სწორედ ამისთვის იბრძვის ნიკა 13 წელია.“
გისურვებ თბილისის კი არა, სოხუმის გამოგლეჯვას რუსებისთვის, ამაზე გადის ნამდვილი ბრძოლა თორემ თბილისის გამოგლეჯვა ფარსია და ალბათ, ამიტომაც თქვი მტკიცე უარი.
happy birthday Nika Gvaramia.
შემდეგი შენი დაბადების დღე რაჭაში იქნება. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს, 30 ივნისს გამოცხადდება. საქმე „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ ეხება.
კადრები ნიკა გვარამიას დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან