ლოს-ანჯელესში, „გრიფიტ პარკის“ მახლობლად მდებარე ბრედ პიტის სახლი გაძარცვეს. ოთხშაბათს, გვიან ღამით, სამი ეჭვმიტანილი სახლში წინა ფანჯრიდან შეიჭრა. ეჭვმიტანილები მოპარული ნივთებით გაიქცნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ნივთები წაიღეს მათ სახლიდან.
წყაროს ცნობით, ამ დროს ბრედი, თავის შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად ფილმის, „ფორმულა 1“-ის პრემიერაზე, ტოკიოში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სახლში პიტი სწორედ ინეს დე რამონთან ერთად ცხოვრობს.
ფოტო/ვიდეო: ამჯერად ინეს დე რამონის გარეშე – ბრედ პიტის გასაოცარი მოგზაურობა ტოკიოში
ფოტო/ვიდეო: ფილმის ჩვენებაზე გამოჩენილმა ბრედ პიტმა ფანები შოკში ჩააგდო
„შეხედეთ მის ფეხსაცმელს… წლის უგემოვნო ლუქი“ – ბრეტ პიტის შეყვარებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია