LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის ჰიტი ბაჩო რამიშვილისგან – სიმღერის „ბათუმი“ პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში

169
ბაჩო-რამიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ბაჩო რამიშვილი, შეთე და თინა ნათენაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ბათუმი“ პრემიერა შედგა.

ბაჩო, ყველაზე მეტად შენი რომელი ნამუშევრები უყვარს მსმენელს?

ბაჩო: ბოლო პერიოდში, ყველაზე აქტუალური იყო სიმღერა „სულ ვეძებდი შენს თვალებში მზეს“.

შეთე, რა სიხშირით იწერება ახალი სიმღერები?

შეთე: მუზაზე ვართ დამოკიდებული. ისე არ ხდება, რომ ვთქვათ, მოდი, ზაფხული მოდის და ზაფხულისთვის დავწერ, შანსი არ არის.

მახსოვს, ძალიან ბევრი სიმღერა გქონდათ ხოლმე…

შეთე: კი, მაგრამ არქივს თავი დავანებე, რადგან აქტუალურობა დაკარგა… მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვა დროა. შესაბამისად, რაღაცები იცვლება, მათ შორის, ადამიანიც.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ბათუმი“.

ბაჩო: ეს სიმღერა 7 თვის წინ შეიქმნა და ძალიან ველოდი ზაფხულს, რომ გვემღერა. როგორც ყოველთვის, შეთე არის ჩემი სიმღერების კომპოზიტორი, მე კი ტექსტის ავტორი. რადგან ბათუმი ჩაჯდა ტექსტში, მე და შეთემ ასე გადავწყვიტეთ და ვთქვით, მოდი, რომ მოვა ზაფხული, ამ სიმღერის ჯერი მაშინ დადგეს. თავიდან, არ იყო იდეა, რომ ბათუმზე დაწერილიყო ტექსტი, მაგრამ სიმღერიდან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ ბათუმს ძალიან მოუხდებოდა.

ძალიან ქარიან, წვიმიან ამინდში ჩავედით ბათუმში და მაინც გადავიღეთ კლიპი.

სიმღერა ჩვენივე სტუდიაში ჩაიწერა.

თინა, შენ როდიდან თანამშრომლობ ბიჭებთან?

თინა: ერთი თვეა, რაც შემოვუერთდი ამ გუნდს. ჩემმა მეგობარმა გამაცნო ბაჩო, იცოდა, რომ ვოკალისტი სჭირდებოდათ. როგორც კი შევხვდით ერთმანეთს, მაშინვე დავგეგმეთ მუშაობა. გვქონდა რეპეტიციები და ჩემი აზრით, ძალიან წარმატებით მიდის ჩვენი თანამშრომლობა. ხვალ გვექნება ერთობლივი კონცერტი.

როგორია სამომავლო გეგმები, იგეგმება კონცერტები?

ბაჩო: ყველაზე კარგი რაც არის, 5 ან 8 ივლისს, ნიუ იორკში მექნება კონცერტი. რომ ჩამოვალ, აუცილებლად ჩავატარებ კონცერტს ბათუმსა და ბორჯომში.

ბაჩო, როგორც ვიცი „იუთუბ“ პროექტი წამოიწყე.

ბაჩო: გავხდი „იუთუბერი“. მინდოდა, რომ საკუთარი არხი გამეკეთებინა. სხვათა შორის, კარგ ამბავში ჩავერთვებით, საფეხბურთო მიმართულებით. ასე ვთქვათ, „იუთუბერების“ გუნდი იკვრება.

ჩემს გადაცემაში ნახავთ ადამიანებს, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს თავიანთი საქმიანობა. ვცდილობ, ვესტუმრო ადამიანებს, ვინც ძალიან კარგ საქმეს, პროექტებს აკეთებს.

ბაჩო რამიშვილი – ბათუმი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები