უკვე მეორე დღეა, თელავში 75 წლის ნათელა ლეგაშვილს ეძებენ.
როგორც „ფორტუნას“ ნათელა ლეგაშვილის დამ, ლალი ლეგაშვილმა უთხრა, მისი და სახლიდან გუშინ, 1 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. სამძებრო ოპერაციაში ჩართულია პოლიცია.
„ჩემი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. თვითონ ვერ დაბრუნდება, არ შეუძლია. თვითმხილველებმა ის თელავში, რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სახლის უკანა ტერიტორიაზე ნახეს, სადაც მისი კვალი იკარგება. ხელში ძაღლი ეჭირა.
პოლიციას მაშინვე შევატყობინე. კარგი იქნება, თუ ძებნაში კინოლოგებს ჩართავენ ან დრონებით დაიწყებენ საძიებო სამუშაოებს.
გაუჩინარებამდე ერთი საათით ადრე ვნახე. მანამდე სულ 2-ჯერ ან 3-ჯერ ჰქონია მსგავსი ქცევა – სახლიდან გასულა, მაგრამ მირეკავდნენ და მოჰყავდათ, ან მე მივდიოდი მის მოსაყვანად.
აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი, ვარდისფერი მაისური წარწერით, შავი დუტის ჟილეტი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი“, – უთხრა „ფორტუნას“ ლალი ლეგაშვილმა.
ლალი ლეგაშვილი დის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც ავრცელებს.
ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 558245161 ან 500007604
განახლება:
ახლახან, ლალი ლეგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ და იპოვა:
„ჩემო საყვარელო თელაველებო და არათელაველებო, ვიპოვეთ ჩემი და. ემოციებისგან ვერ ვაყალიბებ აზრებს. თქვენ რომ არა და თქვენი გვერდით დგომა, მე მარტო ვერაფერს გავაკეთებდი. მთელი ცხოვრება გამყვება თქვენი სიყვარული“, – წერს ლალი ლეგაშვილი.
chemo sakvarelo telavelebo da aratelavelebo vipovet chemi da emociebidgab ver vakalileb azrebs tkven rom ara tkveni gverdit dgoma me marto verapers gavaketebdi mteli cxovreba gamkveba tjveni sikvaruli
Posted by Lali Laliko Legashvili on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025