ნანუკას ფონდის დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.
მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძე იყო „ქართული ოცნების“ ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებს ფინანსურად ეხმარებოდა.
შსს: „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილია თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა – ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“
ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი. ამიტომ უნდა დავწერო ეს სტატუსი.
ყველა გადასარჩენ ბავშვს, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება.
ამ გზას, ხშირად ოჯახებთან ერთად გავდიოდით.
თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს.
უფრო მეტიც, ერთი ამბავი იყო ასეთი, ბავშვი სამეგრელოში ცხოვრობდა, სადაც უარი უთხრეს დახმარებაზე. ამ ბავშვს დედა ჰყავდა აჭარელი და გადმოაწერინა დედასთან რომ ფული ჩაერიცხა. ათი ათასობით ლარზეა საუბარი.
ამიტომ იცოცხლოს ამ კაცმა და რომ გადარჩება მოყვეს, რა ჯოჯოხეთს ატარებენ ქოცები და კერძოდ სუსი“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
„თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა…“ – როგორია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას აცხადებენ ექიმები
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.