„დიახ, შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები მართლაც ძალიან, ძალიან, არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია,“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს.
კაია კალასი: „საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა“
დღეს, 15 ივლისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
„დიახ, შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები მართლაც ძალიან, ძალიან, არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამას განვიხილავთ. როგორც იცით, ადრე გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე განვიხილავთ ჩვენს სამუშაო მეთოდებს და მოგვიანებით გავაგრძელებთ ამას“, – განაცხადა კალასმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე: „ადასტურებთ თუ არა, რომ შესთავაზეთ მიზნობრივი სანქციების სია და ეს სია მოსამართლეებსაც მოიცავს?“
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის თქმით, თუ სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვნებას ვერ მიაღწევენ, მის დამტკიცებას ვერ შეძლებენ:
„ვცდილობთ, მაგრამ თუ ბლოკირებას ვერ დავძლევთ, მაშინ ვერ შევძლებთ. თუმცა, დღეს გვექნება წერილი, რომელიც საქართველოს გაეგზავნა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები ვადაში არ იქნება შესრულებული, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“, – აღნიშნა კალასმა.
⭕ დღეს, 15 ივლისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025