LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი დახმარება გვჭირდება, ეს ერთადერთი გზაა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად…“ – თიკა რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

186
თიკა რაზმაძე

ახალგაზრდა ქალს, თიკა რაზმაძეს, რომელსაც მეხუთე სტადიის თირკმლის უკმარისობა აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანა გოგოლაური წერს.

მისი თქმით თირკმლის უკმარისობა მძიმე დიაგნოზმა, ამილოიდოზმა გამოიწვია.

როგორც ნანა გოგოლაური წერს, ახალგაზრდა ქალის ოჯახს, ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა.

ნანა გოგოლაურის თქმით, თიკა რაზმაძეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად თირკმლის გადანერგვა სჭირდება:

„ამ წერილის დაწერა ნამდვილად არ იყო მარტივი, მაგრამ როცა საქმე ეხება საყვარელ ადამიანს, თავმდაბლობას ხშირად სჯობს გაბედული თხოვნა…
ჩვენს მეგობარს, თიკა რაზმაძეს 5-ე სტადიის თირკმლის უკმარისობა აქვს, რომელიც გამოწვეულია მძიმე დიაგნოზით — ამილოიდოზით. ეს არის იშვიათი და ძალიან რთული დაავადება, რომელიც ანადგურებს თირკმელს და სხვა ორგანოებზეც ახდენს გავლენას.
დღეს მისი ცხოვრება დამოკიდებულია დიალიზზე და სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა, რომელიც ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სამწუხაროდ, მხოლოდ ოჯახური ძალებით ამ ყველაფრის გადატანა შეუძლებელია.
ამიტომ დღეს თქვენთან ვართ — დახმარება გვჭირდება.
ჩვენი მიზანია შევაგროვოთ თანხა:
დიალიზის ხარჯებისთვის, მედიკამენტებისთვის, დამატებითი გამოკვლევებისთვის და რაც მთავარია – თირკმლის გადანერგვისთვის, რომელიც ერთადერთი გზაა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
თუ გაქვთ შესაძლებლობა, თუნდაც მცირე დახმარება — ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
და თუ ვერ ეხმარებით ფინანსურად, უბრალოდ გაზიარება, ლოცვა, მხარდაჭერა — არაფერია მცირე ამ დროს.
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი მიმღები: თინათინ რაზმაძე GE67BG0000000604745813“, – წერს ნანა გოგოლაური სოციალურ ქსელში.

🆘🆘🆘🆘 ამ წერილის დაწერა ნამდვილად არ იყო მარტივი, მაგრამ როცა საქმე ეხება საყვარელ ადამიანს, თავმდაბლობას ხშირად სჯობს…

Posted by ნანა გოგოლაური on ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g