კოსმეტიკური კომპანია M110-ის დამფუძნებელი, მაია ასათიანი გამომწერების კითხვებს ვიდეომიმართვით პასუხობს.
მაია ამბობს, რომ ყველაზე მეტად მის გამომწერებს აინტერესებთ თუ როგორ დაიკლო წონაში ტელეწამყვანმა.
ის ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის 20 კილოგრამი აქვს დაკლებული და წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ამ წონას ინარჩუნებს.
ფოტო: „48 წლის ასაკში, მოდელობა რომ ვცადე, ძალიან მახალისებს“ – მაია ასათიანი კამერის წინ პოზირებს
„ულამაზესი, დახვეწილი, ელეგანტური“, წერენ კომენტარებში.
„რამდენსაც არ უნდა ჩაგჩიჩინებდეს ინტერნეტი, რომ „მიიღე შენი თავი ისეთად როგორიც ხარ“, მერე შეგხვდება ქუჩაში რომელიმე დეიდა, შენზე მსუქანი და გეტყვის ვაიმე როგორ გასუქდი, რას გავხარ და აქ დამთავრებულია, იმ დღეს ხასიათი გაფუჭებულია…
მომატებული მქონდა 16 კილოგრამი, 70 კგ-ს ვიწონიდი, ახლა კი 50 კილოგრამს ვიწონი.
დეპრესიულობის მომენტი იყო როდესაც რუსთავი 2 – იდან წამოვედი. დავიწყე უკონტროლოდ ჭამა. ვთქვი, რომ ეკრანზე არ ვარ და რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამოვიყურები და გავხდი „ხორციანი“ ქალი.
როდესაც 70 კილოგრამი გავხდი, ვცდილობდი და ვმუშაობდი ჩემს თავთან, რომ ჩემი თავი ასეთად მიმეღო…
აკვიატება, რომ აუცილებლად უნდა გახდე, ძალიან მავნე და საშიშია ჯანმრთელობისთვისაც და ფსიქიკისთვისაც, ამიტომ გახდომა აუცილებლად უნდა მოხდეს სპეციალისტის დახმარებით…
თავს შემოვუძახე და დავიწყე ჭარბ წონასთან ბრძოლა შიმშილით, დღის მანძილზე რომ მინიმალურად იკვებები, სულ რომ გშია, მერე რომ ბრაზდები და ისევ იწყებ უკონტროლო ჭამას, ეს რაღაც პერიოდი გაგრძელდა…
და რამ მიშველა? მივედი ენდოკრინოლოგთან. ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჰორმონალური დარღვევების ბრალი.
არსებობს უამრავი უსაფრთხო საშუალება, რომლითაც შეგიძლია წონაში დაკლება. საკვები დანამატებიდან დაწყებული, რომელსაც სხვათა შორის ვიღებდი. კუჭის ბოტოქსი, რომელიც უსაფრთხოა, ოზემპიკით და ბოლოს ბარიატრიით დასრულებული.
რომ აღარ მომწეროთ, რომ „შენ რა გენაღვლება, გაქვს ამის საშუალება“ და რატომაც არა და ბარიატრია და ოზემპიკი ძალიან ძვირია, ჩემს ამბავს მოგიყვებით, როგორ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია – 24 წლის ასაკში მომიგროვდა გარკვეული თანხა ცხვირის ოპერაციისთვის, 800 ლარი ღირდა 2000 იანი წლების დასაწყისში…
მაშინ ამ ოპერაციის შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი, თავდაჯერებულობა მომემატა…
როგორ დავიკელი 20 კილოგრამი? ენდოკრინოლოგის დახმარებით, საკვები დანამატებით, სმარტ დიეტით და ჩვევის გამომუშავებით, რომ არ მიმეღო ზედმეტი საკვები.
ჩემი რაციონი შედგება ცილოვანი პროდუქტისგან და ბოსტნეულისგან.
1.5 თვეა რაც ეს წონა ვარ უკვე, ვერ წარმომედგინა ამ ასაკში ასეთი ცხოვრება რომ მაქვს გავლილი თავდაჯერებას კიდევ თუ უფრო მეტად მომიმატებდა ასეთი წონა და კი, მომიმატა.
ან მიიღეთ თქვენი თავი ისეთად როგორიც ხართ, ან წადით სპეციალისტთან, არ დაიწყოთ თვითნებური შიმშილი….“, – ამბობს მაია ასათიანი ვიდეომიმართვაში.
ვიდეო: „ამ კითხვას მისვამენ ყველაზე ხშირად… ისიც კი ვიცი, როგორ მივესალმები და როგორ დავემშვიდობები“ – მაია ასათიანი პასუხობს კითხვას „როდის ბრუნდება გადაცემა „პროფილი“
ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალური ქსელის გამომწერების კითხვებს პასუხობს.