LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ დიდი ხარ და ჩემს სტილს ვერ მოერგები” – სტუდენტობის დროინდელი უარი ქართველი დიზაინერისგან. ამჯერად კი, რომის სცენაზე მიშა ქირიას სასცენო ჩაცმულობაზე „ვალენტინო“ და „დიორი“ იზრუნებენ

370
ბაბი კირკიტაძე (1)

ცნობილი საოპერო მომღერალი მიშა ქირია სოციალურ ქსელში გამომწერებს მნიშვნელოვან სიახლეს უზიარებს — იგი რომის ოპერიდან ახალ კონტრაქტს იღებს, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის წინაშე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ოპერის სცენაზე წარდგება.

როგორც მომღერალი ამბობს, სპექტაკლში მის სასცენო ჩაცმულობაზე იზრუნებენ: ლეგენდარული მოდის სახლი „ვალენტინო“ და კიური, რომელიც „დიორის“ ქალების ხაზის აღმასრულებელი დირექტორია.

მიშა ქირია ამ სიახლეს წარსულში მომხდარ ამბავს უკავშირებს და იხსენებს:

„დღეს ცოტა ირონიული ვიქნები, მაგრამ ვიცი მაპატიებთ. სტუდენტობის დროს თბილისში, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ დიზაინერთან ვიყავი. მითხრა – „არა საყვარელო, მე შენ ვერ ჩაგაცმევ. შენ დიდი ხარ და ჩემს სტილს ვერ მოერგები“ – წამოვედი რა უნდა მექნა.

რა არის ბედის ირონია. ამ წუთას მივიღე რომის ოპერიდან კონტრაქტი, სადაც სპექტაკლს დგამს ფრენსის ფორდ კოპოლას შვილი, სოფია კოპოლა და არც მეტი არც ნაკლები, ჩამაცმევს „ვალენტინოს“ კრეატიული დირექტორი, ასევე კიური, რომელიც „დიორის“ ქალების ხაზის აღმასრულებელი დირექტორია“, – ამბობს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g