კოტე მათითაშვილის „კოტკასტს“ ნინო გაჩეჩილაძე სტუმრობდა.
მსახიობმა სილამაზის სტანდარტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ინდივიდუალიზმი როცა იკარგება, იქ საერთოდ ყველანაირი ინტერესი ქრება.“
კითხვაზე, რას შეცვლიდა გარეგნობაში, ნინო პასუხობს:
„ყოველთვის მქონდა ჩემი მკერდის კომპლექსი. მინდოდა, რომ გაცილებით უფრო პატარა ყოფილიყო, მაგრამ რა ვქნათ, ბუნებრივად ასე მოხდა.
ყოველთვის მომწონდა ძალიან გამხდარი ქალები, რომლებსაც პატარა ზომის მკერდი ჰქონოდათ. ვისურვებდი, მეც მათ შორის ვყოფილიყავი, მაგრამ რა გაეწყობა… ბავშვობაში ცხვირი მაქვს გატეხილი და პატარა კეხი მაქვს. შეიძლება, ერთი შეხედვით არ მეტყობა, მაგრამ ეკრანზეც საკმაოდ კარგად ჩანს. ერთი პერიოდი ვფიქრობდი ამ კეხის გასწორებას და ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას, მაგრამ იმდენი რჩევა მივიღე, ცალკე ჩემი გრიმიორებისგან, რეჟისორებისგან და კოლეგებისგან, რომ გადავიფიქრე. თუმცა ძგიდე ახლაც მაქვს, სუნთქვა მნიშვნელოვანია და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, რომ ცხვირის ოპერაცია გავიკეთო“. – ამბობს ნინო გაჩეჩილაძე.
მისი თქმით, „დაბერების პროცესი ყველა ქალისთვის მტკივნეულია, თუმცა მისი შეჩერება სხვადასხვა პროცედურებით შესაძლებელია.“
„დაბერების პროცესი ყველა ქალისთვის მტკივნეულია. მეც არ ვარ ამ პროცესით აღფრთოვანებული. პირადად მე 14 წლის ასაკიდან დავიწყე კოსმეტოლოგთან სიარული და სახის წმენდა. გარდატეხის ასაკში იძულებული გავხდი. 35 წელს რომ გადავცილდი, გავიკეთე ბიორევიტალიზაცია და წელიწადში ერთხელ ვიკეთებ შუბლის არეში ბოტულინოთერაპიას.“ – ამბობს მსახიობი.