LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მძიმე გზა გვაქვს: ოთიამ უნდა დაძლიოს ინფექცია და გაიაროს ურთულესი მკურნალობა…“ – როგორია თურქეთში გადაყვანილი მსახიობის, ოთო ქათამაძის მდგომარეობა

1019
ოთო ქათამაძე

თურქეთში გადაყვანილი მსახიობ ოთო ქათამაძის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ რჩება.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ქათამაძემ რეანიმობილით გრძელვადიანი მგზავრობა მშვიდობით გადაიტანა, უკვე დაწყებულია მედიკამენტოზური მკურნალობა და ორგანიზმი დადებითად რეაგირებს. კლინიკის პროგნოზით, მსახიობს ადგილზე მინიმუმ ორი თვის მკურნალობა დასჭირდება. ამის შესახებ ვრცელდება ფეისბუკზე მსახიობისთვის შექმნილ სპეციალურ გვერდზე, სადაც ოთო ქათამაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ახლდება.

ოჯახმა უკვე გადაიხადა 30 ათასი აშშ დოლარი, ტრანსპორტირების ხარჯმა კი 7 ათასი ლარი შეადგინა. ქათამაძის რეანიმაციაში ყოფნის თითო დღიური ღირებულება 1 000 დოლარია.

ოჯახის ინფორმაციით, ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია როგორც მეგობრებისა და უცნობი ადამიანების, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით. თუმცა მკურნალობის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება, რის გამოც საზოგადოებას კვლავ ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა… ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში“ – მსახიობ ოთარ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„ოთიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ბევრი სიახლე არ გვაქვს. რადგან მთელი ღამე გზაში იყო, დიდი კვლევების ჩატარება შეგნებულად არ დაიგეგმა, თუმცა მგზავრობა მშვიდობით გადაიტანა და მდგომარეობა არ დამძიმებულა. მედიკამენტოზური მკურნალობა უკვე დაიწყეს და ორგანიზმი კარგად რეაგირებს. მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

კლინიკის წინასწარი პროგნოზით, ოთიას მინიმუმ 2 თვე მოუხდება მკურნალობა ადგილზე.

ცოტა ფინანსურ ნაწილზე:

• კლინიკის ანგარიშზე ოჯახმა წინასწარ შეიტანა 30,000 USD (ასე მოითხოვა კლინიკამ);

• ტრანსპორტირება რეანიმობილით – 7,000 ლარი;

• რეანიმაციის თითო დღის ხარჯი იქნება – 1,000 USD;

ეს და სხვა მრავალი ხარჯის უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე ახლა უკვე თურქეთშიც, ოჯახმა გადაიხადა თქვენი – მეგობრების, ნაცნობების და ხშირად უცნობი ადამიანების დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით! აქვე უნდა აღვნიშნოთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარება, მათ დაფარეს ბათუმის კლინილის ხარჯების უდიდესი ნაწილი.

წინ მძიმე გზა გვაქვს: ოთიამ უნდა დაძლიოს ინფექცია და გაიაროს ურთულესი მკურნალობა. ოჯახს დიდი გამოწვევები ელოდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ ფინანსური ტვირთი შევუმსუბუქოთ და ბოლომდე გავყვეთ ამ ბრძოლაში – ოთიას გამარჯვებამდე💪💪💪❤️❤️❤️

ერთად ვართ ძლიერი ძალა!

არ ნებდება ჩვენი მეგობარი – არც ჩვენ დავნებდებით! ❤️

ანგარიშის ნომრები:

#GE18TB7915445064300021

#GE13BG0000000862494700

მიმღები: დედა, ქეთევან კუპრეიშვილი;

https://www.paypal.com/paypalme/bohdanslutyi?country.x=GE…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g