ანჯელინა ჯოლიმ „ტორონტოს კინოფესტივალზე“ ახალი ფილმის, Couture-ის პრემიერაზე გაიბრწყინა.
50 წლის მსახიობმა წითელ ხალიჩაზე Gabriela Hearst-ის „თრენჩი“, Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი და Cartier-ის ძვირფასი სამკაულები მოირგო.
რაც შეეხება ფილმს, მისი სიუჟეტი „პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად“ ვითარდება. ანჯელინა ჯოლის გმირი რეჟისორია, რომელიც მკერდის კიბოს დიაგნოზს ებრძვის. მას პარტნიორობას ლუი გარელი უწევს. ფილმის პროდიუსერთა გუნდში არიან შარლ ჟილიბერი, უილიამ ჰორბერგი, და თავად ანჯელინა ჯოლი.
ანჯელინა ჯოლი და ლუი გარელი ახალ ფილმში ერთიანდებიან – პირველი კადრები
მოკლე კარე, ღია ქერა თმა და ალისფერი ტუჩსაცხი – ანჯელინა ჯოლი რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა
ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადის – უახლესი დეტალები





