გასულ კვირას დასავლური მედია კიანუ რივზისა და ალექსანდრა გრანტის ფარული ქორწინების შესახებ ალაპარაკდა. წყაროს ცნობით, წყვილის საქორწინო ცერემონია ევროპაში მოგზაურობის დროს შედგა, რომელსაც მსახიობისა და მხატვრის მხოლოდ ყველაზე ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
აღნიშნულმა ინფორმაციამ, 61 წლის მსახიობის გულშემატკივრები საოცრად გაახარა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. რივზის წარმომადგენელმა წყვილის ქორწინება უარყო.
„ეს სიმართლე არ არის. ისინი დაქორწინებულები არ არიან“, – განუცხადა მან გამოცემა E! News-ს.
კიანუ რივზი გაბედნიერდა – მსახიობი ალექსანდრა გრანტზე დაქორწინდა – ქორწილის დეტალები ცნობილია
ცნობისთვის, კიანუმ და ალექსანდრამ ერთმანეთი ჯერ კიდევ 2011 წელს გაიცნეს, როცა გრანტმა რივზის წიგნისთვის „Oda to Happiness“ ილუსტრაციები შექმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი მეგობრობდნენ. 2018 წელს კი მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალმა იფეთქა.


