LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ყველას, ვინც ქორწილი მოგვილოცა“ – კიანუ რივზის საყვარელი ქალი ფოტოს და განცხადებას ავრცელებს

179
page

კი­ა­ნუ რივ­ზის შეყ­ვა­რე­ბულ­მა, ალექ­სან­დრა გრან­ტმა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ახა­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის და რივ­ზი არი­ზო­ნა­ში, მხატ­ვარ ჯე­იმს ტუ­რე­ლის სტუ­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. კადრში ის და კიანუ ერთმანეთს კოცნიან.

ეს ნამ­დვი­ლი ფო­ტოა, უბ­რა­ლოდ კოც­ნაა და არა ნიშ­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თი. კარ­გი ამ­ბე­ბი დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან გვჭირდება, მაგ­რამ ეს მა­ინც ყალ­ბი ამ­ბა­ვია, ამი­ტომ ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. მადლობა ყველას, ვინც ქორწილი მოგვილოცა.
მაგრამ… არ დავქორწინებულვართ, – წერს გრანტი.

ცნობისთვის, გასულ კვირას დასავლური მედია წყვილის ფარული ქორწინების შესახებ ალაპარაკდა. წყაროს ცნობით, წყვილის საქორწინო ცერემონია ევროპაში მოგზაურობის დროს შედგა, რომელსაც მსახიობისა და მხატვრის მხოლოდ ყველაზე ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მალევე მათმა წარმომადგენელმა უარყო.

კიანუ რივზი გაბედნიერდა – მსახიობი ალექსანდრა გრანტზე დაქორწინდა – ქორწილის დეტალები ცნობილია

შედგა თუ არა ფარული ქორწინება – კიანუ რივზის წარმომადგენელი წყვილზე ინფორმაციას ავრცელებს

შეგახსენებთ, კიანუმ და ალექსანდრამ ერთმანეთი ჯერ კიდევ 2011 წელს გაიცნეს, როცა გრანტმა რივზის წიგნისთვის „Oda to Happiness“ ილუსტრაციები შექმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი მეგობრობდნენ. 2018 წელს კი მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალმა იფეთქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები