LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაატა ბურჭულაძეს შეეძლო დედამიწის ნებისმიერ წერტილში ეცხოვრა ძალიან კარგად. ზის ციხეში 9 წლიანი ბრალით…“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

409
2025-10-06_01-23-54_713345

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

ტელეწამყვანი რამდენიმე პირის, მათ შორის პაატა ბურჭულაძის დაპატიმრებას ეხმაურება:

„პაატა ბურჭულაძეს შეეძლო დედამიწის ნებისმიერ წერტილში ეცხოვრა ძალიან კარგად. ზის ციხეში 9 წლიანი ბრალით.
მურთაზ ზოდელავა ისეთი წესიერი კაცია, ნაცების დროის პროკურორი, ქოცებმაც კი ვერ დაიჭირეს.
ირაკლი ნადირაძეს აქებს პოლიტიკური ოპონენტიც კი.
პაატას არ ვიცნობდი, მაგრამ მისი დაჭერის კადრები საკმარისია რომ მიხვდე, ზუსტად იცოდა რაზე მიდიოდა.
მინდა ამ ხალხმა იცოდეს რომ მე, მოქალაქე ნანუკა ჟორჟოლიანმა, დავინახე მათი თავგანწირვა.
ვხედავთ რომ შევიდნენ all in და ყველაზე მეტად თავად იზარალეს.
ყველაზე მეტად გამარჯვება მათ უნდოდათ, რის შემდეგაც მთელ საქართველოს ეყვარებოდა (აქ ხომ გამარჯვებულებზე ხურდებიან) მაგრამ დამარცხებულად თავს არავინ თვლის და ბოლოს, როცა მაინც ჩვენ მოვიგებთ, ეს მოგება მათიც იქნება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g