LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის ჯენიფერ ენისტონმა გაამხილა, რომ უშვილობის თემა მისთვის ყველაზე მძიმეა

441
56 წლის ჯენიფერ ენისტონმა გაამხილა, რომ უშვილობის თემა მისთვის ყველაზე მძიმეა

56 წლის ჯენიფერ ენისტონმა გაამხილა, თუ რატომ არ ჰყავს ამ დრომდე შვილი: „ხალხმა არ იცოდა ჩემი ისტორია და ის, თუ რა გადავიტანე ბოლო 20 წლის განმავლობაში ოჯახის შექმნის მცდელობისას, რადგან ყველას არ ვეუბნები ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ“- თქვა ენისტონმა.

„ეს არავის საქმე არ არის. თუმცა, გარკვეულ მომენტში შეუძლებელია არ გამწარდე ხალხის რეაქციაზე, ვინც ამბობს, რომ მე არ მეყოლება შვილი და არ შევქმნი ოჯახს, რადგან ეგოისტი ვარ“ – განაცხადა მსახიობმა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში.

მსახიობმა გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ ბრედზე ვჭორაობთ ხოლმე“ – როცა შენი ყოფილი ბრედ პიტია და ეს ფაქტი მრავალი წლის შემდეგაც არ გაძლევს მოსვენებას

ენისტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ჭორები აწუხებს: „მე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. რაც უფრო ვბერდები, მით უფრო ნაკლებად მინდა თავის გამართლება. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც სამართლიანობის აღდგენის სურვილი მიჩნდება, როდესაც ხალხი ჩემზე სიცრუეს ამბობს. მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, მართლა აუცილებელია ეს? ჩემმა ოჯახმა იცის, როგორ მოხდა ეს და ასევე ჩემმა მეგობრებმა“.

ჯენიფერ ენისტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ დედობის თემა მისთვის მგრძნობიარეა. 2022 წელს ჟურნალ Allure-თან ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაორსულებას, თუმცა უშვილობის პრობლემების გამო უშედეგოდ.

„ეს მედიის საშუალებით შევიტყვე, შოკი იყო“ – ჯენიფერ ენისტონი გამოცემა Vanity Fair-თან ბრედ პიტის ღალატს იხსენებს

„ბრედს ქალებში საშინელი გემოვნება აქვს და ის იმაზე სულელია, ვიდრე თქვენ გგონიათ“ – გვინეტ პელტროუს ბიოგრაფიული წიგნიდან მორიგი სკანდალური დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები