LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შარაშიძე: „ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

110
გიორგი შარაშიძე

„ვინ მისცა „ოცნებას“ ამ დრაკონული ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის იმ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგი და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი, ვინც ადამიანებს 4 ოქტომბერს რუსთაველზე გამოსვლისკენ, ე.წ. მშვიდობიანი დამხობაში მონაწილეობისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი ერთად გაუკეთო „ოცნებას“?! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამიტომ შედის ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა ან გზის გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება – სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება

„როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება და დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მივცემთ“

ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით საუბრისას შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად და ეს კანონპროექტებიც ამის გაგრძელებაა“.

„ჩვენ ვინმეს გვიკვირს „ოცნებისგან“ ამ ტიპის ქმედებები?! „ოცნება“ რომ ავტოკრატიული რეჟიმია, ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის, კანონმდებლობით გააძლიეროს. ეს ხდება დღესაც. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, ვინ მისცა “ოცნებას“ ამ დრაკონული ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! ვინ მისცა საბაბი და იყო თუ არა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია „ოცნებისთვის“ საბაბი, რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რომელსაც ის აშენებს?! ამავე დროს, „ოცნებას“ უნდა შევახსენოთ, რომ ევროპული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში არც თავისუფალი სასამართლო გვაქვს და არც დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს დამოუკიდებლად, ბუნებრივია, არ იქნება სწორი და ლოგიკური,“ – განაცხადა შარაშიძემ.

პარტიების აკრძალვის შესახებ კითხვაზე, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია და მისი პოლიტიკური გუნდი ყველაფრისთვის მზადაა:

„ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია. ასე რომ, ძალიან რთულია წინასწარ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ ძალას შეეხოს აკრძალვა. გაუგებარია, არასერიოზულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ,“ – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. კირცხალიას თქმით, მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g