ჯენიფერ ლოპესი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ის ენდი კოენის გადაცემაში იყო მიწეული, სადაც დაასახელა ჰოლივუდელი მამაკაცი, რომელსაც მისი აზრით, ყველაზე კარგად შეუძლია კოცნა.
აღსანიშნავია, რომ მისი კარიერის განმავლობაში 56 წლის ჯეი ლოს ძალიან ბევრ რომანტიკულ კომედიაში მოუწია მონაწილეობის მიღებამ, შესაბამისად, მის ანგარიშზე უამრავი კოცნაა.
ჯეი ლოს ეკრანული კოცნების ვრცელ სიაში ისეთი მამაკაცები არიან წარმოდგენილი, როგორებიც არიან: ბენ აფლეკი, ჯორჯ კლუნი, მეთიუ მაკკონაჰი, რეიფ ფაინსი, რიჩარდ გირი, ოუენ უილსონი, ჯოშ ლუკასი, ვუდი ჰარელსონი, ტომ საიზმორი, ჯოშ დიუამელი, მალუმა, თომას ჯეინი, რეი ლიოტა და ბრედ გოლდსტაინი…
სწორედ ამ უკანასკნელს გაუმართლა საოცრად და ჯეი ლომ საუკეთესო კოცნის ავტორად დაასახელა.
„ახლახან ბრედ გოლდსტაინთან ერთად ვიმუშავე ფილმზე „სამსახურებრივი რომანი“ და უნდა ვთქვა, რომ სწორედ მას შეუძლია საუკეთესოდ კოცნა”, – განაცხადა ჯეი ლომ ღიმილით.
ცნობისთვის, ფილმის, „სამსახურებრივი რომანი“ პრემიერა 2026 წლის გაზაფხულზე შედგება. ჩვენ უკვე ვიხილეთ ჯეი ლოს და ბრედის ფოტოები გადასაღები მოედნიდან, თუმცა მათი კოცნის ამსახველი კადრები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ასე რომ დაველოდოთ და ვნახოთ, რა განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული ბრედ გოლდსტაინი.
სხვათა შორის, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჯეი ლოს თავისი ყოფილი მეუღლე, ბენ აფლეკი არც კი უხსენებია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფილმში Gigli ერთად მონაწილეობდნენ.
„ბენიფერის რენესანსი“ – სხეულის ენა არასდროს ტყუის – უახლესი ამბები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ









