მედიაში ვუდი ჰარელსონის ფოტოები გავრცელდა, სადაც მისი ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ. 64 წლის ვუდი პარიზის ქუჩებში ფაქტობრივად ალკოჰოლისგან უგონო მდგომარეობაშია. თუმცა, არ იღელვოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ფილმის კადრებია.
ჰარელსონი კვენტინ დიუპიეს ახალ კინოპროექტში, Full Phil მონაწილეობს. პარიზული ფუფუნება, ოჯახური პრობლემები და ფრანგული თავგადასავლები ერთ ფილმში იყრის თავს.
რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, ვუდი ჰარელსონის გმირი, ფილიპ დუმი მდიდარი ამერიკელი მაგნატია. ის პარიზულ მოგზაურობაში ქალიშვილთან დაკარგული კავშირის აღდგენას ცდილობს. მისი ქალიშვილის როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს.
„ნამდვილი დეტექტივის“ ახალ სეზონში შესაძლოა, კვლად მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი დაბრუნდნენ



