კარდაშიან-ჯენერების დინასტიის მთავარი წარმომადგენლის, 69 წლის კრის ჯენერის საოცარი ტრანსფორმაციის შესახებ საუბარი არ წყდება. მან მიმდინარე წელს პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ის ახლა 15 წლით გაახალგაზრდავებულია.
კრისი გულშემატკივრებს გაოცებას კვლავ აგრძელებს. ამჯერად მან ახალი ფოტოები გაავრცელა, რომლებიც თავისი სახლის ბაღშია გადაღებული. ჯენერი მართლაც იდეალურად გამოიყურება.
„ასეთი გარდაქმნა ჰოლივუდს ჯერ არ ახსოვს“ – სწორედ ასე აფასებენ ჯენერის ტრანსფორმაციას საზოგადოებაში.
„ჰოლივუდში ჯადოქარი გამოჩნდა“ – 69 წლის კრის ჯენერის საოცარი გარდასახვა
