რესტორან ქვევრის მეპატრონე, მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გუშინ გარდაიცვალა.
არაერთი მეგობრისა და კოლეგის სამძიმრის წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელში. მათ შორის არის მომღერალი, ზურა ხაჩიძეც:
„ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი… სალომე, სიტყვები არ მყოფნის…“ – გია ბაღაშვილი სალომე ბაკურაძეს
ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას მომღერალი და ტელეწამყვანი, გია ბაღაშვილი ეხმაურება.
„ღმერთო ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს, ეს რა სასჯელია, ვინც გვიყვარს ესე ნაადრევად რომ მიგყავს შენთან! უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ!ამინ… ძალიან მაგარი ბიჭი აღარ გვყავს ბასლა!“ – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მეპატრონე, მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გუშინ გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
ნატო გელაშვილი: „ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო…დამადუმა შენმა გარდაცვალებამ…“
ნოე სულაბერიძე: „დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული ლაშა“
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
ღმერთო ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს,ეს რა სასჯელია,ვინც გვიყვარს ესე ნაადრევად რომ მიგყავს შენთან!😭😭😭 უფალმა…
Posted by Zura Khachidze on ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
