LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთელი დღეა იტალიაში მყოფი ქართველებისგან ვიღებ მესიჯებს „Rai Uno-ზე გადმოიცა შენზე სიუჟეტი და როგორ გვეამაყებიო!“ – მარიამ შარმანაშვილი იტალიური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა

204
მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილი იტალიური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

იტალიურმა ტელეარხმა Rai Uno-მ სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის და მისი მეუღლის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ მოამზადა სიუჟეტი და საზოგადოებას აცნობა, რომ ლორენის რძალი ქართველი მარიამ შარმანაშვილია.

მედია ასევე იუწყება, რომ სოფი ლორენის ვაჟის ქორწილი საქართველოში, თბილისში შედგა.

კადრებს სიუჟეტიდან მარიამი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

მარიამი აღნიშნავს, რომ მას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები განსაკუთრებით გულშემატკივრობენ.

„დღეს მთელი დღეა იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისგან ვიღებ მესიჯებს: „Rai Uno-ზე გადმოიცა შენზე სიუჟეტი და როგორ გვეამაყებიო!“

გული სიხარულით მევსება თქვენს ასეთ მესიჯებზე და მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის..უცხო ქვეყანაში უამრავ დაბრკოლებას მარტო უმკლავდებით, დღე და ღამე შრომობთ და მაინც გაქვთ იმის უნარი, რომ ჩემი წარმატება საკუთარი წარმატებასავით იზეიმოთ..ეს არის ნამდვილი ადამიანობა, გაჭირვება რომ ვერ გაგაბოროტებს ადამიანს, თორემ ლხინში მარტივია სიკეთის თესვა.

​გისურვებთ, რომ თქვენი ოცნებებიც მალე აგხდენოდეთ! არანაკლებ ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, მიყვარხართ,“ – წერს მარიამ შარმანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g