LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 წელი დაპაუზებული მქონდა… ვაპირებ, რომ აქტიურად ჩავწერო სიმღერები, ასე აღარ დავიკარგები“ – ბაიკო ასლამაზიშვილი

157
ბაიკო-ასლამაზიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ბაიკო ასლამაზიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ცხოვრება გამიხალისე“ პრემიერა შედგა.

ბაიკო, რამდენ წლიანი პაუზა გქონდა მუსიკალურ კარიერაში და ახლა, ისევ აქტიურად აპირებ თუ არა ამ სფეროში ჩართვას?

კი, რა თქმა უნდა. ბოლო სიმღერა 2018 წელს მაქვს მოტანილი, 7 წელი დაპაუზებული მქონდა.

ჩემს ირგვლივ ძალიან სასიამოვნო სიახლეები ხდებოდა, შევქმენი ოჯახი… ჩემი მეუღლე ძალიან გვერდში მიდგას და ძალიან კარგი პიროვნებაა.

მოგვიყევი შენს ახალ სიმღერაზე „ცხოვრება გამიხალისე“.

ეს სიმღერა 2025 წლის იანვარში დაიბადა. ტექსტი, სიმღერა არანჟირება, ყველაფერი ცირა ბზიშვილისაა. ცირას ვუთხარი, რომ ენერგიული, პოზიტიური სიმღერა მინდოდა. ტექსტიც და მელოდიაც ძალიან ახლოს არის ჩემთან, მართლა გავითავისე. შოთა მაისურაძემ იმუშავა ცოცხალ ინსტრუმენტზე, ბექ-ვოკალი გიორგი წიკლაურის არის.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვაპირებ, რომ აქტიურად ჩავწერო სიმღერები, ასე აღარ დავიკარგები, ძალიან მოგაბეზრებთ თავს.

ბაიკო ასლამაზიშვილი – ცხოვრება გამიხალისე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ბაიკო ასლამაზიშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები