LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნესის კლუბი მომხმარებლებს 50 კილოს დაკლებისთვის Porsche-ს ჰპირდება

109
38b81431-8a30-46ef-abe5-b7bb229b

ჩინეთში მდებარე ერთ-ერთმა ფიტნეს ცენტრმა უჩვეულო შეჯიბრი გამოაცხადა და მთავარი პრიზი 2020 წლის Porsche Panamera იქნება. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.

მსურველებს სპორტული ავტომობილის მოსაპოვებლად 3 თვეში 50 კილოგრამის დაკლება მოუწევთ. ორგანიზატორებმა დააწესეს მონაწილეობის საფასურიც – 10 000 იუანის ოდენობით, რაც დახურულ სავარჯიშო ბანაკში კვებისა და საცხოვრებლის ღირებულებას მოიცავს. მწვრთნელის, ბატონი ვანის თქმით, მსურველთა რაოდენობა უკვე 7-8 ადამიანია.

თუმცა, ექიმებმა აღნიშნული ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკეს. მათ აღნიშნეს, რომ დღეში ნახევარი კილოგრამის დაკლება სიცოცხლისთვის საშიშია. გასტროენტეროლოგმა პუ იანსუნმა ყველა გააფრთხილა, რომ ასეთი სწრაფი ტემპი ორგანოებზე დიდ დატვირთვას ქმნის და შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს. პოპულარულმა მედიკოსმა აღნიშნა, რომ მსგავსმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი, თმის ცვენა და ამენორეა ქალებში.

ინტერნეტ-მომხმარებელთა ნაწილმა კონკურსი მარკეტინგულ ხრიკად შეაფასა – მათი აზრით, ფიტნეს კლუბის მფლობელი მანქანის დაკარგვას არ აპირებს და ამასთან ერთად, სოლიდურ მოგებასაც მიიღებს მონაწილეების გადასახადებიდან, რადგან ასეთ ექსტრემალურ მიზანს იშვიათად თუ ვინმე მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები