LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა უცხოეთში თითქმის 700 მილიონი ლარი დახარჯეს

123
ტურიზმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 784.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ, უმეტესად თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში და ძირითადად, მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g