რამდენიმე დღის წინ, 53 წლის ბენ აფლეკი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში მედიისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად გადაიღეს. ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილი, ყავისფერთმიანი ქალი BMW-ს მარკის ავტომობილში ჯდებოდა, საჭეს თავად ბენი მართავდა.
ფოტო: „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – ბენ აფლეკი უცნობ ქალთან ერთად გადაიღეს
ფოტოების გავრცელების შემდეგ ყველა ჯეი ლოს რეაქციას ელოდა და აი, 56 წლის არტისტმა და მსახიობმა „ინსტაგრამზე“ სიახლე გაავრცელა.
ჯენიფერ ლოპესი ცნობილი საიუველირო ბრენდის Zen Diamond-ის ახალი სახე გახდა. ახალი ვიდეოს ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი, ნორმან ჯინ როია. კადრებში ჯეი ლო ულამაზესი კაბებითა და დახვეწილი სამკაულებით პოზირებს.
„ჩვენ ერთად ვბრწყინავთ“, – ასე დაასათაურა ახალი ვიდეო ჯეი ლომ.
ფოტო: „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – ბენ აფლეკი უცნობ ქალთან ერთად გადაიღეს
„ბენიფერის რენესანსი“ – სხეულის ენა არასდროს ტყუის – უახლესი ამბები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ


