LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3790
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მორიელის მეტად ინტუიციურ და მებრძოლ ნიშანში, ხოლო მთვარეც ამავე ზოდიაქოს ნიშანშია. ამ ასტროლოგიური ზეგავლენის შედეგად ადამიანებში ძლიერდება ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა და მებრძოლი სულისკვეთება. იზრდება ინიციატივის გამოვლენის უნარი და მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა.

დღის რეკომენდაცია – იყავით ყურადღებით, რათა სხვის მიერ დაგებულ ხაფანგში არ გაებათ. დღის პირველ ნახევარში იზრდება ბედისა და იღბლის გაუმჯობესების შანსები, ხოლო საღამოს შესაძლოა მოიმატოს დეპრესიისადმი მიდრეკილებამ, მოტყუების მცდელობამ და სხვადასხვა სახის ცდუნებამ.

პარტნიორული ურთიერთობები – ემოციურ ფონს დღეს თან ახლავს სულიერი ერთიანობა, გულახდილობა და გახსნილობა. სასიყვარულო ურთიერთობები უფრო ღრმა და გულწრფელი გახდება.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს არ არის მიზანშეწონილი ახალი საქმის დაწყება ან ახალი თანამშრომლების მიღება სამსახურში. დღე ნეგატიურია ბინის ან ადგილსამყოფელის შეცვლისთვის და სესხის აღებისთვის. ხოლო პოზიტიური ტენდენციები ხელს უწყობს საკუთარი კომპეტენციის გამოვლენას, სარემონტო სამუშაოებსა და თვითშემეცნებას. ასევე, დღეს ხელსაყრელია გეგმების დასახვა, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.

ჯანმრთელობა – ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემისა და სწორი ნაწლავის მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ამიტომ აღნიშნული ორგანოების მიმართ ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ დღეს რენტგენოლოგიურ და სხივურ თერაპიას.

დღის მინერალები და ფერები – ოპალი, თოფაზი, მარჯანი და ონიქსი მოიზიდავს თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან კი წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება მორიელის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ვერძის, ტყუპების და ლომის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით ჩაივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები