ჰოლივუდის ერთ დროს „ოქროს წყვილად“ წოდებული ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი, წლების წინ ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, კვლავ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ცნობებით, კრუზმა, თითქოსდა, თავისი მოსაზრება დააფიქსირა კიდმანისა და კიტ ურბანის განშორების საკითხზე.
ჯერ დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, 63 წლის კრუზმა ყოფილი ცოლის განქორწინებას „კარმა“ უწოდა.
დასავლური მედიის ცნობით, ტომს აღდგენილი სამართლიანობის განცდა აქვს.
კიტ ურბანმა ნიკოლ კიდმანი 25 წლის გოგონას გამო მიატოვა – უახლესი დეტალები
შეგახსენებთ, ტომი და ნიკოლი 1990 წელს დაქორწინდნენ. 2001 კრუზმა განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მათ ორი ნაშვილები შვილი ჰყავთ. მაშინ ასევე არაერთი წყარო საუბრობდა, თითქოს ნიკოლი განშორების პერიოდში ტომისგან ბავშვს ელოდებოდა. კიდმანმა წლების შემდეგ განაცხადა, რომ მას ორსულობა შეუწყდა.
„ტომ კრუზი „ოსკარის” ცერემონიალზე ნიკოლ კიდმანის გამო არ მივიდა“ – დასავლური მედია



