LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჟურნალისტ ლელა ნინუას ვაჟი აშშ-ში მოხუცთა თავშესაფარში მუშაობის შესახებ „იმედის“ ეთერში ჰყვება: „გიტარას ვიღებდი და მათ ვუმღეროდი…“

211
03085e6b-c4ef-4268-963e-43ed54a3a028

სოციოლოგი და მსახიობი, 23 წლის ლაზარე ბზიაშვილი, რომელიც ჟურნალისტ ლელა ნინუას ვაჟია, გია ჯაჯანიძემ აშშ-ში ყოფნისას ჩაწერა.

„ადრე მივხვდი, რომ თუ რაღაცას მინდა მივაღწიო, ჩემით უნდა გავაკეთო. არასდროს მეგონა, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ გამომიჩნდა ეს სამსახური – მოხუცთა თავშესაფარში ვმუშაობდი, ჩემს პაციენტს ვუყურებდი, როგორც ადამიანს, მინდოდა, მის ცხოვრებაში სინათლე შემეტანა, ავიღე გიტარა და ვუმღეროდი. ძნელია ადამიანმა თქვა, რატომ აკეთებ რაღაცას და რას ელოდები… ფულის გამო არ დამიწყია ეს სამსახური, რომ გავმდიდრებულიყავი. შინაგანი სიმშვიდე მომანიჭა. ვგრძნობდი თავს დაფასებულად. ვიცოდი, რომ თუ გულს ჩავდებდი ამ ჩემს სამსახურში, ამ ადამიანს სინათლეს მივაწოდებდი. ისეთი სამსახური იყო, როცა კლინიკაში შეხვიდოდი, რომ ყველა შენი პრობლემა უკან უნდა დაგეტოვებინა. ბევრი რამ ვისწავლე მათგან… ეს ხალხი მენატრება, ძალიან კარგი შვილებიც ჰყავდათ.

ასევე ვმუშაობდი ბავშვებთან, ვეხმარებოდი დავალებების გაკეთებაში, ან ყურადღებას ვაქცევდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g