ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ვითარდება – მზე იმყოფება მშვილდოსნის მეტად აქტიურ, კომუნიკაბელურ, გონებამახვილურ და ოპტიმიზმით აღსავსე ნიშანში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს მეტად ორგანიზებულ, დისციპლინურ, შეუპოვარ და შრომისმოყვარე თხის რქაში. ამ ზეგავლენის შედეგად აღნიშნული თვისებები დღის განმავლობაში მკვეთრად გამოიკვეთება თითოეული ჩვენგანის ხასიათში.
დღის რეკომენდაცია – მოიმატებს გარკვეული გაღიზიანება და ემოციური ფონი შესაძლოა გახდეს არასტაბილური. ასევე მაღალია ტრავმული და ავარიული ტენდენციების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მოქმედებებში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, დალაგებისა და ორგანიზაციული საქმეების მოსაგვარებლად. ხელს უწყობს მგზავრობასა და მოგზაურობას. ამასთანავე, მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას, ვაჭრობას, ქორწინებასა და ახალი კავშირების დამყარებას – დღე ამ მხრივ ნაკლებად წარმატებულია. ხელსაყრელია მშენებლობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ნადირობა და თევზაობა.
ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი, ასევე ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასარგებლოა ზღვის პროდუქტების მიღება. ამასთან, ერიდეთ სიმძიმეების აწევას და ზედმეტად მძიმე საკვების მიღებას.
ასევე, მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს, გარდა განსაკუთრებული საჭიროებისა.
დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი მეტად მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან ყავისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი, მწვანე და ყვითელი ტონები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით ნეგატიური იქნება ვერძის, ტყუპების და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების მხრივ საშუალო იქნება.