LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზელენსკის მოუწევს, დაეთანხმოს, გარკვეულ მომენტში, მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს“ – დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმაზე

105
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს შეთანხმება არ მოსწონს, მაშინ მათ უბრალოდ უნდა განაგრძონ ბრძოლა“.

ტრამპი ფიქრობს, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი გეგმას არ მიიღებს, აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს.

„უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ეს ზამთარი ცივი იქნება, ბევრ დიდ ელექტროსადგურზე კი დარტყმა განხორციელდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტს მოუწევს, მისი გეგმა მიიღოს.

„გულისხმობთ, რომ მას ეს არ მოსწონს? მოუწევს, მოეწონოს, მოუწევს დაეთანხმოს, გარკვეულ მომენტში, მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს. გახსოვდეთ, სულ ცოტა ხნის წინ, ოვალურ კაბინეტში, ვთქვი: „თქვენ არანაირი კოზირი არ გაქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g