LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

100
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც იწყება 13:11 საათზე და გრძელდება 14:17 საათამდე. ამ დროის განმავლობაში მთვარის არასტაბილური ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიული სიტუაციების ალბათობას. განსაკუთრებით ფრთხილი უნდა იყვნენ როგორც მძღოლები, ისე ქვეითად მოსიარულეები.

დღის რეკომენდაცია – დღევანდელი დღე ზრდის იღბალსა და ინტუიციას. სასურველია მეტი ყურადღებით აკონტროლოთ თქვენი აზრები და თავი შეიკავოთ ზედმეტი საუბრისგან. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ თვალების გადაღლას.

პარტნიორული ურთიერთობები – სასურველია მეტი შეუპოვრობისა და თანმიმდევრულობის გამოხატვა.

ჯანმრთელობა – შედეგიანია კუჭ-ნაწლავის სისტემისა და მკერდის მკურნალობა, აგრეთვე სუნთქვითი ვარჯიშები. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები და მუხლები. აღნიშნულ არეებზე ოპერაციები ან სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. დღეს სასურველია ზღვის პროდუქტებისა და ასკილის წვენის მიღება. არ არის რეკომენდებული სიმძიმეების აწევა, აგრეთვე თხილისა და ციტრუსების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღის პირველ ნახევარში მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ხელმძღვანელ და გავლენიან პირებთან ურთიერთობებს, ვაჭრობას, ქორწინებას და ახალი კავშირების დამყარებას. ასევე არ არის რეკომენდებული სტომატოლოგიური პროცედურები, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. ამავე დროს, დადებითია მანქანის ყიდვა-გაყიდვა და ექიმებთან კონსულტაცია. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სიახლეებისთვის, სარემონტო სამუშაოებისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის და სწავლისთვის.

დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი, საფირონი და ძოწი იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან -კრემისფერი, მწვანე, ყვითელი და ნაცრისფერი სასიკეთოდ მოქმედებს დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს განსაკუთრებით ეფექტურია ნეონისფერი, წითელი, ვარდისფერი და ცისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბული იქნება ქალწულისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ზოგადად საშუალო წარმატებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები