LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველების AI ვიდეოები ბავშვებისთვის შესაძლოა საშიში იყოს – ესპანელი მეცნიერები

107
4565

ქსელში გავრცელებული ცხოველების ვირუსული AI-ვიდეოები სულ უფრო რეალისტური ხდება, თუმცა ეს ტრენდული კონტენტი მეცნიერების თქმით შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს – განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

განგაშის სიგნალი ესპანელმა მკვლევრებმა მას შემდეგ ატეხეს, რაც დაინახეს, რომ ბევრი ასეთი ვიდეო იმდენად ბუნებრივად გამოიყურება, რომ თითქმის შეუძლებელია რეალური კადრებისგან გარჩევა, წერს New York post.

პრობლემა შეიძლება იყოს:

თუ ადამიანი უყურებს ვიდეოებს, სადაც ვიღაც ვეფხვთან “მეგობრობს” ან პოლარული დათვი სათუთად “უგზავნის მადლობას” მაშველებს, რეალობის აღქმა იკარგება. შედეგად, ადამიანები ვეღარ აფასებენ ველური ბუნების ნამდვილ რისკებს და შესაძლოა საკუთარ სიცოცხლესაც კი საფრთხე შეუქმნან.

მაგრამ, შექმნილი ვითარება ყველაზე პრობლემური სწორედ ბავშვებისთვისაა.
როცა ბავშვი მიხვდება, რომ არ არსებობს – ბატუტზე მოხტუნავე ენოტები, ნიანგებზე მოცურავე წიწილები ან კატები, რომლებიც ლეოპარდებს “აშინებენ”, მას შეიძლება სრულიად გაუქრეს ინტერესი ველური ბუნების მიმართ.

ანუ რაც უფრო იზრდება ყალბი კონტენტი, მით უფრო ქრება რეალურ სამყაროსთან კავშირი.

AI ვიდეოებში ნაჩვენებ საყვარელ ეგზოტიკურ ცხოველებზე შესაძლოა შავ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდოს. გადაშენების პირას მყოფი სახეობების ხშირი გამოჩენა კი ქმნის ილუზიას, თითქოს ისინი რეალურად აღარ არიან საფრთხეში და ამის ფონზე ბუნების დაცვის პროგრამები მოხალისეებსა და დონორებს კარგავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა, რასაც ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ქმნის: ევროპის მაუწყებელთა კავშირის ბოლო კვლევის მიხედვით, AI სისტემები უმრავლეს შემთხვევაში კითხვებსაც არასწორად პასუხობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები